ESPN – „მანჩესტერი“ დონი ვან დე ბეეკის ტრანსფერს განიხილავს
Aa
Aa

ESPN – „მანჩესტერი“ დონი ვან დე ბეეკის ტრანსფერს განიხილავს

ESPN-ის ინფორმაციით „მანჩესტერ იუნაიტედი“ დონი ვან დე ბეეკის ტრანსფერით დაინტერესდა. „წითელ ეშმაკებს“ საკადრო პრობლემები აქვთ და დაშავებული ფეხბურთელების ღირსეულ შემცვლელებს ეძებენ.

ამერიკული გამოცემის მიხედვით ოლე გუნნარ სულშერს ზამთარში კვალიფიციური ნახევარმცველის დამატება სურს და ESPN-ის მიხედვით ნორვეგიელმა თვალი „აიაქსის“ 22 წლის ფეხბურთელს დაადგა. როგორც მოგეხსენებათ ჰოლანდიელ ნახევარმცველს „რეალი“ უმიზნებდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და ახლა მიზნის მისაღწევად „მანჩესტერი“ იბრძვის.

მიმდინარე სეზონში ვან დე ბეეკს ყველა ტურნირის ეგიდით გამართულ 26 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი. ESPN-ის ინფორმაციით „წითელ ეშმაკებს“ შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ სავარაუდოდ 50 მილიონ ფუნტზე მეტის გაღება მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები