ოლიმპიურ სასახლეში მხატვრული ტანვარჯიშის რიგით მე-2 ფესტივალი გაიმართა
ოლიმპიურ სასახლეში ვალენტინა კუზმიდის ტანვარჯიშის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით მხატვრული ტანვარჯიშის ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ტანვარჯიშის ტურნირი, თბილისის თასი და საქართველოს ჩემპიონატი ჩერლიდინგში.
შეჯიბრებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000- ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ შესაბამისი პრიზებით.
ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და სპორტსმენებს წარმატება უსურვა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.
ფესტივალი ჩატარდა ტანვარჯიშის პოპულარიზაცის, ფიზიკური კულტურისა და სპორტის მასობრივი განვითარების, ახალგაზრდების ნიჭისა და უნარის განვითარების ხელშეწყობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის მიზნით.