NBA – „ფილადელფია“ საკუთარ კედლებში დაუმარცხებელია - „მელომ“ ყოფილ გუნდს 16 ქულა ჩაუგდო
ფილადელფია - დენვერი 97 – 92
გამთენიისას ყველაზე საინტერესო შეხვედრა „ფილადელფიასა“ და „დენვერს“ შორის გაიმართა. „ნაგეთსთან“ მატჩამდე „სევენთი სიქსერსს“ საკუთარ კედლებში დაუმარცხებელი იყო და ნავსი ვერც კოლორადოელებმა გატეხეს.
ნიკოლა იოკიჩმა და კომპანიამ ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა „ფილამ“ უკეთესი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
„სიქსერსს“ 22 ქულითა და 10 მოხსნით ჯოელ ემბიდმა ულიდერა. ტობაიას ჰერისმა გუნდს 20 ქულა და 7 მოხსნა შესძინა. მატის ტაიბული კი 13 ქულას დასჯერდა.
???? 12.10.19 | @nuggets ????
— Philadelphia 76ers (@sixers) December 11, 2019
presented by @ShopRiteStores pic.twitter.com/zJY7oagDAC
„დენვერის“ მხრიდან 26 ქულით უილ ბარტონი გამოირჩა. ნიკოლა იოკიჩმა აქტივში ორმაგი დუბლი ჩაიწერა - 15 ქულა, 11 მოხსნა. გერი ჰერისმა მატჩი 14 ქულით დაასრულა, ხოლო პოლ მილსეპის ანგარიშზე 10 ქულა გახლდათ.
This one needs another look! pic.twitter.com/XjguxJhzsS
— Denver Nuggets (@nuggets) December 11, 2019
პორტლენდი - ნიუ იორკი 115 – 87
ზედიზედ განცდილი ორი მარცხის შემდეგ, „პორტლენდი“ „ნიუ იორკ ნიქსს“ დაუპირისპირდა და აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი უპრობლემოდ დაამარცხა. „ნიქსს“ რთული პერიოდი უდგას და გუნდმა ზედიზედ მეათედ წააგო.
„ტრეილ ბლეიზერსთან“ მატჩში 10-ქულიანი ნიშნული „ნიუ იორკის“ 5-მა კალათბურთელმა გადალახა, მაგრამ 15 ქულაზე მეტი არცერთ მათგანს ჰქონია. „პორტლენდს“ რაც შეეხება, ტერი სტოტსის გუნდს 31 ქულით დემიენ ლილარდმა ულიდერა. ჰასან უაითსაიდმა 17 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა, ხოლო კარმელო ენტონი 16 ქულას დასჯერდა.
The Force was with us. @McDonalds McDelivery Game Highlights ???? pic.twitter.com/vTg9pPwoQ7
— Portland Trail Blazers (@trailblazers) December 11, 2019
მაიამი - ატლანტა 135 – 121
შარლოტი - ვაშინგტონი 114 - 107