ტურინის გრან პრი: გალა საღამო  - რევიასა და კაზაკოვას
Aa
Aa

ტურინის გრან პრი: გალა საღამო - რევიასა და კაზაკოვას "აჭარული" ყინულზე!

იტალიის ქალაქ ტურინში გამართული გრან პრი ქართული ტრიუმფით, რომ დასრულდა ეს ქართველ გულშემატკივრებს კარგად მოეხსენებათ. 8 დეკემბერს კი ტრადიციული დასკვნითი დღის საჩვენებელი ასპარეზობა შედგა.

ტურინული პუბლიკის წინაშე ქართული ტანდემი ეროვნული სამოსით წარსდგა და ცეკვა „აჭარული“ შეასრულეს, რომელიც უდაოდ სასიამოვნო საცქერი იყო.

შეგახსენებთ, რომ სრიალის საერთაშორისო კავშირის (ISU) მიერ ორგანიზებული გრან პრის ფინალური ეტაპი ქართულმა წყვილმა დიდებულად ჩაატარა და თავისუფალ პროგრამაში 106,14 ქულა დააგროვა, რაც საუკეთესო შედეგი გახლდათ.

რევიამ და კაზაკოვამ მეორეადგილოსან ამერიკულ წყვილს 0,12 ქულით აჯობა.

ქართულ წყვილს ჯამში 174,9 ქულა დაუგროვდა, მათ ამერიკელებს 0.16 ქულით აჯობეს, ხოლო მესამეადგილოსან რუსებს 10,68 ქულით.

ცხელი ამბები