ქართველი მორაგბე რუსეთის ჩემპიონატში საუკეთესოდ აღიარეს!
Aa
Aa

ქართველი მორაგბე რუსეთის ჩემპიონატში საუკეთესოდ აღიარეს!

რუსული სარაგბო კლუბი ''ენისეი'' ზედიზედ მეოთხედ ქვეყნის ჩემპიონი გახდა. რუსული გუნდის რიგებში ქართველი მორაგბე მიხეილ გაჩეჩილაძე ასპარეზობს, რომელიც რუსეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

რუსეთის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ გუნდში გაჩეჩილაძესთან ერთად  კიდევ სამი ქართველი მოთამაშე მოხვდა. ესენი არიან ''ენისეის'' გარემარბი დავით მესხი, ნოვოკუზნეცკის ''მეტალურგის'' პირველხაზელი მიხეილ რატიაშვილი და ''კრასნი იარის'' წევრი გიორგი ფრუიძე.

რუსეთი ჩემპიონ ''ენისეისთვის'' შიდა ჩემპიონატი დასრულდა, თუმცა გუნდი ევროპულ ტურნირზე ''ჩელენჯ ქაფზე'' ასპარეზობს. ''ენისეი'' ინგლისურ ''უორჩესტერ უორიორსთან'' დიდი ანგარიშით დამარცხდა, აღნიშნულ მატჩში დავით მესხმა ერთი დადებული ლელოთი გამოიჩინა თავი.

ცხელი ამბები