მარინა ცუცქირიძე-
Aa
Aa

მარინა ცუცქირიძე-"ზურა დათუნაშვილი და გეგა გეგეშიძე მორიგდნენ და დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს"

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.

ბრალდებულის ადვოკატმა მარინე ცუცქირიძემ წარადგინა დაზარალებული ზურა დათუნაშვილის ნოტარიულად დამოწმებული წერილი, სადაც მისივე თქმით, წერია, რომ ზურა დათუნაშვილი და გეგა გეგეშიძე მორიგდნენ და დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს.

მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

ცხელი ამბები