მარკესმა ტეხასის ეტაპი მოიგო
Aa
Aa

მარკესმა ტეხასის ეტაპი მოიგო

ეზონის პირველ რბოლაში განცდილი მარცხის შემდეგ, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, "ჰონდას" წევრმა მარკ მარკესმა რეაბილიტაცია ოსტინის ტრასაზე მოახდინა და ზედიზედ მესამე ტიტულისთვის ბრძოლა დაიწყო.

22
წლის ესპანელმა სეზონის პირველ რბოლაში მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა, თუმცა ტეასში ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. მარკმა  პოული მოიგო და სტარტი პირველი პოზიციიდან აიღო, თუმცა პირველივე მოსახვევში მას "დუკატის" მოტოციკლით მოასპარეზე ანდრეა დოვიციოზომ გაუსწრო. იტალიელის ლიდერობა მხოლოდ ოთხი წრე გაგრძელდა, რის შემდეგაც მარკესმა პირველი ადგილი დაიბრუნა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია..

მარკესმა მეორე ადგილოსანს 2 წამით გაასწრო. დოვიციოზო, რომელსაც მოტოგრანპრიში

 

რბოლა 2009 წლის შემდეგ არ მოუგია, მეორე ადგილზე გავიდა. ხოლო წინა ეტაპის გამარჯვებულმა ვალენტინო როსიმ პოდიუმის მესამე საფეხური დაიკავა. ამით ლეგენდარულმა იტალიელმა გენერალურ კლასიფიკაციაში ლიდერობა  შეინარჩუნა.

ცხელი ამბები