ისტორიული ბრძოლა! კანელო ალვარესმა მსოფლიო ჩემპიონის ქამარი მე-4 წონით კატეგორიაში მოიპოვა!
Aa
Aa

ისტორიული ბრძოლა! კანელო ალვარესმა მსოფლიო ჩემპიონის ქამარი მე-4 წონით კატეგორიაში მოიპოვა!

ლას ვეგასში დიდი ბრძოლა შედგა - ნახევრადმძიმე წონით კატეგორიაში WBO-ს ვერსიით მსოფლიო ჩემპიონ რუს ალეკსანდრ კოვალიოვს საშუალო წონით კატეგორიაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი მექსიკელი საულ იგივე კანელო ალვარესი დაუპირისპირდა.

ბრძოლა კანელოს გამარჯვებით დასრულდა! მექსიკელმა მე-11 რაუნდში მასზე უფრო მძიმე მეტოქე ნოკაუტში ჩააგდო და ისტორიაში გახდა მე-3 მოკრივე, რომელმაც მე-4 წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო.

ამ გამარჯვებით კანელო ელიტაში შევიდა. ისტორიაში აქამდე მხოლოდ სამმა მოკრივემ შეძლო, იონიორთა შორის საშუალო წონის შემდეგ, ტრიუმფი ნახევრადმძიმე წონაშიც ეზეიმა :რეი ლეონარდი, თომას ჰირნსი და მაიკ მაკკალუმი.  როგორც მოგეხსენებათ, სამივე მათგანი კრივის დიდების დარბაზშია შეყვანილი.

კანელომ ბრძოლა დაბალ ტემპში დაიწყო და მეტოქესთან არსებული ასაკობრივი უპირატესობით ისარგებლა. 36 წლის კოვალიოვს დაღლა მე-9 რაუნდიდან დაეწყო, ალვარესმა კი სწორედ აქედან მოუმატა და საქმე ბოლომდე მიიყვანა.

ამ ეტაპზე უცნობია რას გეგმავს კანელო, გადაწყვეტს თუ არა ის უფრო მძიმე წონით კატეგორიაში გადასვლას.

შეგახსენებთ, რომ კანელო ალვარესმა კარიერაში მხოლოდ 1 ბრძოლა წააგო და ეს ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ მოხდა. მექსიკელს ისტორიაში ყველაზე სარფიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებლი, ის 5 წლის მანძილზე 365 მილიონ დოლარს მიიღებს.

ცხელი ამბები