ბითაძის ბრწყინვალე შედეგიანობა: ქართველს ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა
Aa
Aa

ბითაძის ბრწყინვალე შედეგიანობა: ქართველს ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა

NBA-ში ''ინდიანა პეისერსმა'' საკუთარ კედლებში ''კლივლენდ კავალიერსი'' 7-ქულიანი უპირატესობით დაამარცხა.

გამარჯვებულთა რიგებში გოგა ბითაძის სათამაშო დროის გაზრდა მაილს ტერნერის ტრავმამ განაპირობა. 20 წლის ქართველმა ტალანტმა პარკეტზე 24 წუთი და 54 წამი გაატარა. ბითაძის ანგარიშზე 10 ქულა და 9 მოხსნაა.

მან 3-იდან 1 სამქულიანი, 4-იდან 2 ორქულიანი და 4-იდან 3 საჯარიმო ჩააგდო. გარდა ამისა ბითაძემ 4 დაფარება და 2 ჩაჭრა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ სარგებლიანობის კოეფიციენტის თვალსაზრისით ბითაძემ ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო შედეგი აჩვენა. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენმა +15 შეადგინა.

ნეით მაკმილანის გუნდმა 5 შეხვედრიდან 2 გამარჯვება მოიპოვა. ''ინდიანა პეისერსი'' შემდეგ შეხვედრას 4 ნოემბერს საკუთარ დარბაზში ''''ჩიკაგო ბულსთან'' გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები