Aa
Aa

სამხრეთ აფრიკამ იაპონიას ლელოც არ დაადებინა - ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია!

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი!

მასპინძელმა იაპონიამ სამხრეთ აფრიკას დიდი მცდელობების მიუხედავად ვერაფერი დააკლო და საბოლოოდ 3:26 დამარცხდა.

იაპონელებმა პირველი ტაიმი 3:5 დათმეს. მასპინძლებს ლელოს დადების რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა ეს ვერ შეძლეს, რაც როგორც შემდეგში გამოჩნდა გადამწყვეტი იყო.

მეორე ტაიმში სამხრეთ აფრიკა სრულად დომინირებდა, მათ 21:0 გაიმარჯვეს და კითხვის ნიშნები არ დატოვეს.

მოედანზე გამორჩეული იყო სამხრეთ აფრიკელთა გარემარბი მაკაზოლე მაპიმპი, რომელმაც 2 ლელოს დადება შეძლო. იაპონელები ფლანგზე მის შეჩერებას უბრალოდ ვერ ახერხებდნენ.

ამრიგად, სამხრეთ აფრიკა ნახევარფინალში უელსს შეერკინება, ხოლო ახალი ზელანდია ინგლისს. შეხვედრები 26-27 ოქტომბერს გაიმართება.

ცხელი ამბები