Aa
Aa

დრამატული მატჩი! საფრანგეთმა უკეთ ითამაშა, თუმცა ერთი შეცდომა და უელსი ნახევარფინალშია!

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. უელსი საფრანგეთს შეერკინა და ძალიან დრამატულ შეხვედრაში 20:19 გაიმარჯვა.

პირველი ტაიმი ფრანგების გამარჯვებით 19:10 დასრულდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბევრისთვის მოულოდნელად ფრანგებმა ფავორიტად შერაცხულ უელსს თამაშით აჯობეს და ანგარიშშიც წინ იყვნენ, სანამ 49-ე წუთზე სებასტიან ვაჰამაჰინამ მიუტევებელი შეცდომა არ დაუშვა...

ვაჰამაჰინამ ბრძოლის დროს მეტოქეს სახეში იდაყვი ჩაარტყა და წითელი ბარათი დაიმსახურა. მისი ქმედება უბრალოდ აუხსნელი იყო. ასეთ მომენტში მსგავსი რამ...

ამის შემდეგ, უპირატესობას უელსელები დაუეფლნენ და კაცნაკლულ ფრანგებს 74-ე წუთზე მორიარტის ლელოთი და ბიგარის გარდასახვით „დაუქამბექეს“.

„მამლებს“ ნორმალურად შესატევად დრო აღარ დარჩათ და საბოლოოდ ნახევარფინალში უელსი ითამაშებს.

ბრიტანელთა მეტოქის ვინაობას იაპონია და სამხრეთ აფრიკა გაარკვევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები