Aa
Aa

ისტორიული გამარჯვება! "ვაშინგტონი" WNBA-ის ჩემპიონია!

გამთენიისას WNBA-ის 2018-19 წლების სეზონი ოფიციალურად დასრულდა. „ვაშინგტონ მისთიქსმა“ ფინალური სერიის გადამწყვეტ, მეხუთე შეხვედრაში „კონექტიკუთ სანი“ დაამარცხა და სანუკვარ თასს ისტორიაში პირველად დაეუფლა.

როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. პირველი სამი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. დიდი ჰანდიკაპით წინ გასვლას ვერცერთი გუნდი ახერხებდა და ჩემპიონის ბედი ბოლო პერიოდში გაირკვა. „ვაშინგტონმა“ გაადმწყვეტი მეოთხედი ფენომენალურად ჩაატარა და მეტოქეს 27-14 სძლია. საბოლოო ჯამში კი 89-78 იმარჯვა.

„მისთიქსის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი ემა მისემანმა შეიტანა, რომელიც ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ბელგიელმა ცენტრმა სათადარიგო სკამიდან 22 ქულა მიითვალა. „ვაშინგტონელთა“ სუპერვარსკლავმა, ელენა დელლა დონმა 21 ქულა გაიფორმა. ნატაშა კლაუდმა კი შეხვედრა 18 ქულით დაასრულა.

დამარცხებულთა მხრიდან 25 ქულით ჯონსი გამოირჩა. ალისა ტომასმა აქტივში 21 ქულა, 12 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. კორტნი უილიამსის ანგარიშზე კი 16 ქულა გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები