ლობჟანიძის საგოლე გადაცემა და მორიგი გამარჯვება
Aa
Aa

ლობჟანიძის საგოლე გადაცემა და მორიგი გამარჯვება

დანიის სუპერლიგის მე-12 ტურში ''რანდერსმა'' საკუთარ მოედანზე ''ორჰუსი'' 2:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში საბა ლობჟანიძე მოხვდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა 87-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა და ანგარიში 2:0 გახდა.

12 ტურის შემდეგ ''რანდერსი,'' ''ორჰუსი'' და ''ოდენსე'' 20-20 ქულით მესამე ადგილს იყოფენ. გათამაშებას ''მიდტიულანდი'' ლიდერობს, მეორე ადგილს ''კოპენჰაგენი'' 25 ქულით იკავებს.

24 წლის ქართველი ფეხბურთელი დანიის სუპერლიგაში მესამე სეზონს ატარებს. ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში სუპერლიგის 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გამარჯვების შემდეგ ლობჟანიძე საქართველოში გაფრინდება, სადაც ვაისის გუნდს შეუერთდება. ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე თვეში ირლანდიას უმასპინძლებს და გიბრალტარს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები