ბრწყინვალე ლებრონი და დევისი -
Aa
Aa

ბრწყინვალე ლებრონი და დევისი - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა!

NBA-ს გუნდებმა პრესეზონის მატჩების გამართვა უკვე დაწყეს. გამთენიისას კი ერთი მეტად საინტერესო ჯახი შედგა. „ლეიკერსმა“ „გოლდენ სტეიტს“ ოკლენდში დამაჯერებლად 123:101 სძლია.

სეზონის წინ, ლებრონმა და კომპანიამ გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საფუძველი მისცა.

რაც შეეხება სტატისტიკებს, ენტონი დევისმა პარკეტზე მხოლოდ 18 წუთი დაჰყო, თუმცა ორმაგი დუბლის გაფორმება არ გასჭირვებია - 22 ქულა და 10 მოხსნა.

რაც შეეხება „მეფეს“, ლებრონმაც 18 წუთი ითამაშა და 15 ქულასთაან ერთად 8 მოხსნაც ჩაიწერა.

ჯეიმსისა და დევისი პერფორმანსი

 

ოქროს შტატელთა შორის საუკეთესო სტეფ კარი იყო, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო. დრეიმონდ გრინის ანგარიშზე 17 წუთში უცნაური სტატისტიკა დაფიქსირდა - 0 ქულა, 7 მოხსნა, 4 გადაცემა და 1 ჩაჭრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები