ადესანიამ უიტაკერი მეორე რაუნდში გათიშა და მსოფლიო ჩემპიონის ქამარს დაეუფლა!
Aa
Aa

ადესანიამ უიტაკერი მეორე რაუნდში გათიშა და მსოფლიო ჩემპიონის ქამარს დაეუფლა!

UFC-ში უმნიშვნელოვანესი ჯახი შედგა - ისრაელ ადესანია რობერტ უიტაკერს დაუპირისპირდა. ბრძოლა უდიდეს ყურადღებას იპყრობდა.

საშუალო წონით კატეგორიაში საჩემპიონო ჯახი მეორე რაუნდში დასრულდა. ადესანიამ უიტაკერი ნოკაუტში ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ უიტაკერმა ბოლო 18 თვის განმავლობაში პირველად იბრძოლა.

რაც შეეხება ადესანიას, მან პოპულარობა ბოლო დროს მიჯრით მოპოვებული გამარჯვებებით მოიპოვა. განსაკუთრებული კი ბოლო მათგანი იყო, როდესაც მან კელვინ გასტელუმი დაამარცხა.

ამ მომენტისთვის ადესანიას შედეგი ასეთია - 17 გამარჯვება და 0 მარცხი. ის უკვე სპორტში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები