Aa
Aa

„კოტეტას“ თასი 2019

     2019 წლის 22 სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე „კოტეტას“ თასი/Koteta Cup 2019 გაიმართა. ეს არის სამოყვარულო შეჯიბრი წრიულ რბოლაში, რომელიც კონტაქტური ხასიათისაა და მსოფლიოს მასშტაბით ანალოგი არ გააჩნია.

     „კოტეტას თასი“ მემორიალური ხასიათის შეჯიბრია, რომელიც წელიწადში ერთხელ ტარდება და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი ლევან კოტეტიშვილის ხსოვნას ეძღვნება და ოჯახის ორგანიზებით იმართება.

     წელს პირველობა გამოცდილმა მრბოლელმა, არჩილ ბიძინაშვილმა არავის დაუთმო და დამსახურებული პირველი ადგილიც მოიპოვა, მეორე ადგილი რუსმა მრბოლელმა - ზურაბ ნადიევმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილს გიორგი პირიევი დასჯერდა.

 P.S. გთავაზობთ „კოტეტას“ თასის გამარჯვებულებს წლების მიხედვით:

2015 წელი

  1. გიორგი პირიევი
  2. დავით ხელხელაური
  3. შაკო ციხელაშვილი

2016 წელი

  1. ირაკლი კაკაურიძე
  2. გიგა ბიძინაშვილი
  3. ვატო წაწალაშვილი

2017 წელი

  1. კოტე სულამანიძე
  2. ელგუჯა ნიკოლაიშვილი
  3. არჩილ ბიძინაშვილი

2018 წელი

  1. გიგა ბიძინაშვილი
  2. გიორგი პირიევი
  3. ირაკლი ჯანჯღავა

2019 წელი

  1. არჩილ ბიძინაშვილი
  2. ზურაბ ნადიევი
  3. გიორგი პირიევი

ცხელი ამბები