Aa
Aa

"ბ**ი რომელმაც გაგაჩინა“ - სიმეონეს რამოსის დასმენა უნდოდა

ლა ლიგის მე-7 ტურში მადრიდული დერბი შედგა, რომელიც არც ისე თვალსასეირო გამოდგა და ფრედ 0:0 დასრულდა.

შეხვედრის მსვლელობისას ერთი მცირე ინციდენტი დაფიქსირდა, რომელიც შესაძლოა მაყურებელს გამორჩა.

„ბ**ი რომელმაც გაგაჩინა“, - ამ სიტყვებით მიმართა რამოსმა გვერდით არბიტრს. ამის შესახებ დიეგო სიმეონე და მადრიდის „ატლეტიკო“ აცხადებენ.

მათი თქმით, შეხვედრის მთავარ არბიტრს ეს ეპიზოდი გამოეპარა და რამოსი დასჯას იმსახურებს.

ასეთი შეურაცხყოფისთვის ფეხბურთელები სტანდარტულად 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციით ისჯებიან.

მატჩის მსვლელობისას დიეგო სიმეონე მეოთხე არბიტრთან იმწამსვე მივიდა და აცნობდა, რომ რამოსი დასჯას იმსახურებდა. ჩოლო იმდენად აქტიური იყო ეს მთავარმა მსაჯმა ალეხანდრო გონსალესმაც შენიშნა, თუმცა არგენტინელ სპეციალისტს არავინ დაუჯერა.

სიმეონე დიდი ძალისხმევის შედეგად დაამშვიდეს. საბოლოოდ „ჩოლომ“ თავისი ვერ გაიტანა და რამოსიც არ დასჯილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები