მილტონ ჰეიგი :
Aa
Aa

მილტონ ჰეიგი : "საქართველო მუდამ იქნება ჩემს გონებაში"

მსოფლიო რაგბმაბორჯღალოსნების ახალ ზელანდიელ მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ საქართველოს დატოვებს, სტატია მიუძღვნა:

 მწვრთნელისთვის, რომელმა თავისი ცხოვრების 8 წელიწადი ბორჯღალოსნებს მიუძღვნა, უსიამოვნო მომენტი დგება. მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, ის და მისი ოჯახი საცხოვრებლად იაპონიაში გადადის, სადაც ახალი გამოწვევები ელოდებათ.

 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ მატჩში უელსთან განცდილი მარცხის მეორე დღეს, ჰეიგი ჯერ კიდევ სრულადაა კონცენტრირებული საქართველოს ნაკრების თამაშზე, რომლის მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო დღეებს ატარებს. მისი მიზანიჯგუფში ორი თამაშის მოგებაა, რათა 2023 წლის მსოფლიო თასზე ავტომატური კვალიფიკაცია მიიღოს.

 თუ მოლოდინი გამართლდა, ოთხი წლის შემდეგ საქართველოს საფრანგეთში ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, რადგან 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, მილტონ ჰეიგი იაპონიის ტოპ ლიგის კლუბსანტორი სანგოლაიტსჩაიბარებს.

 ახალ ზელანდიელმა, მეუღლე ანჟელიკთან და ორ გოგონასთან - მოლი და ლილისთან ერთად, რომლებიც თავისუფლად საუბრობენ ქართულად, საქართველოში 8 წელი გაატარა.

 საქართველო ჩვენი სახლი იყო და გადასვლის პროცესი რთული იქნება. მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და მწამს, ჩემი დრო მოვიდა. ვფიქრობ, ქართველ მორაგბეებს ახლა ვინმე სხვა ჭირდებათ“ - ამბობს ჰეიგი, რომელმაც ბორჯღალოსნები მებრძოლი გუნდიდან კონკურენტუნარიან გუნდად აქცია.

  ადრეულ ასაკში ჩემმა ყოფილმა მენეჯერმა მასწავლა - „მნიშვნელოვანია ის მემკვიდრეობა, რომელსაც თქვენს შემდეგ დატოვებთ და არა ის, რას აკათებთ ამჟამად“. საქართველოს ნაკრებიდან კმაყოფილების შეგრძნებით მივდივარ, რადგან ყველაფერი გავიღე იმისათვის, რომ ეს ბიჭები უკეთესი გამხდარიყვნენ. თავი სრულად დავუთმე სამსახურს. ჩემი ოჯახი სრულად შეერწყა ქართულ კულტურას და ჩვენ ამ საზოგადოების ნაწილი გავხდით“.

 ჰეიგმა არ იცის ვინ შეცვლის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა შესაბამის კანდიდატურას მიიზიდავს.

რაც შეეხება საქართველოს, კიდევ ერთი კარგი მსოფლიო თასი უნდა ჩავატაროთ, რათა ქართული რაგბი წინ წავწიოთ“. 

ცხელი ამბები