Aa
Aa

2 ლელო 6-ის წინააღმდეგ - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი უელსთან მარცხით გახსნა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ტურის შეხვედრა ჩაატარა და უელსთან უშანსოდ 14:43 დამარცხდა.

„ბორჯღალოსნებმა“ პირველი ტაიმია კატასტროფულად ჩაატარეს და 0:29 დათმეს.

მილტონ ჰეიგის გუნდის დაცვა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. უელსელები ხაზს უმარტივესად გვიჭრიდნენ, შედეგად 4 ლელო მივიღეთ.

მეორე ტაიმში ბრიტანელები ოდნავ მოდუნდნენ, რადგან მათ მთავარი საქმე უკვე გაკეთებული ჰქონდათ.

„ბორჯღალოსნებმა“ კი მეორე ნახევარი თამამად დაიწყეს, საწყისი ნერვიულობა დაძლიეს და 2 ლელოს დადება შეძლეს. 42-ე წუთზე შალვა მამუკაშვილმა დაამიწა, თედო აბჟანდაძემ კი ზუსტად გარდასახა.


 

68-ე წუთზე ლევან ჩილაჩავამ საქართველოს ნაკრების აქტივში მეორე ლელო ჩაწერა. გარდასახვის დროს კვლავ ზუსტი იყო აბჟანდაძე.

 

რაც შეეხებათ უელსელებს, მეორე ტაიმში ისინი მხოლოდ 2 ლელოთი დაკმაყოფილდნენ.

„ბორჯღალოსნებმა“ მეორე შეხვედრისთვის საწყისი დაძაბულობა უნდა დაძლიონ და თამაში მშვიდად დაიწყონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი არასახარბიელო იქნება.

საქართველოს ნაკრები ჯგუფის მეორე მატჩს 29 სექტემბერს ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 09:15 საათზე დაიწყება.

ცხელი ამბები