მასპინძლებმა რუსეთი იოლად დაამარცხეს
Aa
Aa

მასპინძლებმა რუსეთი იოლად დაამარცხეს

მსოფლიო სარაგბო ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში მასპინძელმა იაპონიის ნაკრებმა რუსეთის ეროვნულ გუნდს 4 ლელო დაუდო და ანგარიშით 30:10 დაამარცხა.

სარაგბო მუნდიალის დებიუტანტმა ჩემპიონატის პირველი ლელო შეხვედრის მეოთხე წუთზე დადო. კირილ გოლოსნიცკმა მეტოქის შეცდომა გამოიყენა და რუსეთი  დააწინაურა , ხოლო გარდასახვა ზუსტად კუშნიაროვმა შეასრულა.

პირველ ტაიმშივე მასპინძლებმა ორი ლელო დადეს და მხოლოდ ერთი გარდასხვა გამოიყენეს.

იაპონელთა რიგებში თავი კოტარო მაცუშიმამ გამოიჩინა .

გუნდები შესვენებაზე ანგარიშით 12:7 გავიდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე პიეტრ ლაბუშანემ რუსეთს მესამე ლელო დაუდო.

მატჩის მიწურულს კი კოტარო მაცუშიმამ ჰეთ-თრიკი შეასრულა და შეხვედრის საუკეთესო მორაგბის ტიტულიც დაისაკუთრა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრა ორშაბათს 23 სექტემბრს 14:15 საათზე გამართავს.

ბორჯღალოსნების მეტოქე უელსის ნაკრები იქნება.

ცხელი ამბები