ტოჩინოშინის მარცხი და დოჰიოდან გადავარდნილი მსაჯი!
Aa
Aa

ტოჩინოშინის მარცხი და დოჰიოდან გადავარდნილი მსაჯი!

ტოკიოში მიმდინარე "აკი ბაშოს" რიგით მე-11 დღეს, ლევან გორგაძემ მორიგი ორთაბრძოლა სეკივაკე ტაკაკეიშოსთან გამართა. 

იაპონელი რიკიში ბოლო დროს მშვენიერ ფორმაშია და მიმდინარე ბაშოზე საწყისი 10-დან 8 ორთაბრძოლა მოიგო, რითაც ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებდა. იგი ტოჩინოშინს ურთიერთშეხვედრებში 6:2-ზე ამარცხებდა.

დღევანდელი ორთაბრძოლა ტაკაკეიშოს გეგმის მიხედვით დაიწყო, მან ლევანს მავაშში ჩავლების აღების საშუალება არ მისცა, ერთ მომენტში კი "ტოჩიმ" შეტევის წამოწყება სცადა, მაგრამ თავი ვერ შეიმაგრა და დოჰიოზე დაეცა. 

 

შედეგად, ქართველი ოძეკი მიმდინარე ბაშოზე ისევ უარყოფითი ბალანსითაა და 5 მოგებასთან ერთად 6 მარცხი აქვს. 

"აკი ბაშოს" მე-12 დღეს გორგაძის მეტოქე მიტაკეუმი იქნება, რომელმაც გასულ წელს ბაშო მოიგო და სუმოში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ რიკიშად ითვლება. ქართველი მასთან ურთიერთშეხვედრებს 8:3-ს იგებს.

ცხელი ამბები