12 რაუნდიანი სისხლიანი ბრძოლა - ფიურიმ უალინი დაამარცხა და უაილდერს მიმართა!
Aa
Aa

12 რაუნდიანი სისხლიანი ბრძოლა - ფიურიმ უალინი დაამარცხა და უაილდერს მიმართა!

გამთენიისას ლას ვეგასში დიდი ბრძოლა შედგა. ბრიტანელი ტაისონ ფიური შვედ ოტო უალინს დაუპირისპირდა და 12 რაუნდიან მძიმე, სისხლიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით - 116-113, 117-111, 118-110 გაიმარჯვა.

ბრიტანელი რინგზე კითხვის ნიშნებს არ ტოვებდა, ბრძოლის შემდეგ ყველა დარწმუნებული იყო, რომ გამარჯვება ფიურის დარჩებოდა.

ბრძოლის საუკეთესო მომენტები

 

შედეგის გამოცხადების შემდეგ ფიურიმ WBC დივიზიონის ჩემპიონს დეონტეი უაილდერს მიმართა:

„ეს კარგი პერფორმანსი იყო. 12 რაუნდიანი კარგი ბრძოლა და მე გამარჯვება შევძელი.

დღეს ოტომ დიდი წინააღმდეგობა გამიწია. ის კარგი მებრძოლია. მას ცოტა ხნის წინ მამა დაეღუპა, ღმერთმა ნათელში ამყოფოს ის. მას ნამდვილად შეუძლია, რომ ასეთი შვილით იამაყოს. დეონტეი უაილდერ, სად ხარ შე ქვეშა**ია?“

შეგახსენებთ, რომ ფიურისა და უაილდერის მატჩ-რევანში 2020 წლის 22 თებერვალს არის ჩანიშნული.

ცხელი ამბები