Aa
Aa

დიდებული იპონი და მორიგი ოქრო! - ზაალიშვილმა გერმანელს შანსი არ დაუტოვა

ძიუდოში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე +100 კგ. წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილმა მეოთხედფინალში უკრაინელი ბალიევსკი ულამაზესი გდებით დაამარცხა, ნახევარფინალში უნგრელ სიპოზს ვაზარით სძლია და ფინალში გავიდა. ზაალიშვილმა ფინალში გერმანელი ერიკ აბრამოვი იპონით დაამარცხა და საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.

ამავე დღეს ოქროს მედლები ასევე მოიპოვეს -100 კგ. წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ და -90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა. ასევე, -90 კგ. წონით კატეგორიაში მიხეილ ბექაურმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საერთო ჯამში, ძიუდოს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, პირველი სამი დღის შედეგებით, საქართველოს ნაკრების აქტივში 6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია.

ცხელი ამბები