მე-5 მარცხი
Aa
Aa

მე-5 მარცხი "აკი ბაშოზე" - "ტოჩი" ტრავმის წინააღმდეგ უძლურია

„აკი ბაშოს“ მე-7 დღეს ლევან გორგაძე მე-3 მაეგაშირა დაიეიშოს დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.

პირველი კონტაქტის დროს ნათლად გამოჩნდა, რომ ლევანს მარჯვენა ფეხი ძალიან აწუხებს და მას ძალას თითქმის ვერ ატანს.

 

ტოჩინოშინს დღემდე დაიეიშოსთან 7 ბრძოლა ჰქონდა გამართული, რომელთაგან 5 ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

გორგაძე მე-8 სატურნირო დღეს თავის ერთ-ერთ მთავარ უხერხულ მეტოქეს მე-4 მაეგაშირა შოდაის შეხვდება, რომლის წინააღმდეგაც 14 ბრძოლა გამართა და 8-ჯერ დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ შოდაისთან ბოლო 7 ბრძოლიდან ტოჩიმ მხოლოდ 1-ის მოგება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ბაშოზე ქართველი ოძეკი 8 ბრძოლის ვერმოგების შემთხვევაში წოდებას დაკარგავს.

ქართველ რიკიშის მიმდინარე ბაშოზე კაჩი-კოშის გაფორმება ძალიან გაუჭირდება...

ცხელი ამბები