Aa
Aa

იპონი დამატებით დროში! გიორგი თუთაშვილი ევროპის ჩემპიონია!

გიორგი თუთაშვილი ძიუდოს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიოს ოქროს მედალოსნია.

66 კილოგრამში ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში მოლდოველ ადილ ოსმანოვს დამატებით დროში იპონით მოუგო.

ფინალამდე თუთაშვილმა 4 მეტოქე სლოვენიელი ურხ კლოპჩიჩი, ლატვიელი არტიომ გალაკტიონოვისი, ჰოლანდიელი ივო ვერჰორსტერტი და აზერბაიჯანელი იბრაჰიმ ალიევი დაამარცხა.

დღესვე  ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალში ეთერ ლიპარტელიანი იასპარეზებს.

ქართველი ძიუდოისტის მეტოქე 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში იტალიელი სილვია პელიტერი იქნება.

ცხელი ამბები