საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრების ტრიუმფი მსოფლიო სერიის ფინალურ ტურნირზე!
Aa
Aa

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრების ტრიუმფი მსოფლიო სერიის ფინალურ ტურნირზე!

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ქვიშის მოჭიდავეთა მსოფლიო სერიის ფინალური ტურნირი საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა!

ჯემალ კილაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოქროს მედლები ლევან ქელეხსაშვილმა (70 კგ.), დავით ხუციშვილმა (80 კგ.) და დავით მარსაგიშვილმა მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მამუკა კორძაია (90 კგ.) დაეუფლა.

რაც შეეხება გუნდურ ჩათვლას, აქ საქართველოს ნაკრებმა 90 ქულა მოაგროვა და პირველი ადგილი დაიკავა!

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა ლომიძე გახლდათ, ხოლო მსაჯი ზაზა ჯიბლაძე.

ფოტო - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

ცხელი ამბები