მსოფლიო ჩემპიონატის წინ: იანტბელიძემ უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა!
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატის წინ: იანტბელიძემ უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა!

14-დან 22 სექტემბრის ჩათვლით ყაზახეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ შემადგენლობა დაასახელა.

57 კგ - ოთარ გოგავა (ხონი)
61 კგ - ბექა ლომთაძე (ქუთაისი)
65 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)
70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი)
74 კგ - ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)
79 კგ - ნიკა კენჭაძე (ამბროლაური)
86 კგ - სანდრო ამინაშვილი (თბილისი)
92 კგ - ირაკლი მწითური (თბილისი)
97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
125 კგ - გენო პეტრიაშვილი (გორი)

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მედლებთან ერთად ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც გათამაშდება, რომელსაც ტითოეულ ოლიმპიურ კატეგორიაში (57, 65, 74, 86, 97, 125 კგ) 6 საუკეთესო ფალავანი მიიღებს.

19-20 სექტემბერი - 57-65 კგ
20-21 სექტემბერი - 70-74-92-125 კგ
21-22 სექტემბერი - 61-79-86-97 კგ

ფოტო - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია 

ცხელი ამბები