სპორტი და პოლიტიკა - ძიუდოისტთა მიმოწერა, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო
Aa
Aa

სპორტი და პოლიტიკა - ძიუდოისტთა მიმოწერა, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო

ახლახანს ტოკიოსი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, რომელიც მოულოდნელობებით აღსავსე იყო.

მოულოდნელ შედეგებთან ერთად დიდი ყურადღება კიდევ ერთმა ფაქტმა, უფრო სწორად ერთმა მიმოწერამ მიიპყრო...

ირანელმა ფალავანმა საიდ მოლაიმ ინსტაგრამზე ისრაელის წარმომადგენელ საგი მუკის მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა.

საიდ მოლაი საგი მუკის ინსტაგრამზე ულოცავს: „გილოცავ ჩემპიონო“.

საგი მუკის პასუხი: „შენ ხარ შთაგონების წყარო, როგორც ადამიანი და როგორც სპორტსმენი“.

როგორც მოგეხსენებათ ირანსა და ისრაელს უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა აქვთ. ირანელ სპორტსმენებს კი ისრაელის წარმომადგენლებთან დაპირისპირება ნებისმიერი სპორტის სახეობაში აკრძალული აქვთ. სწორედ ამ მიზეზის გამო მოლაიმ მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალი განზრახ წააგო, რომ შემდეგ მუკის წინააღმდეგ ტატამზე არ გასულიყო.

ამ მიმოწერამ კი ძალიან დიდი ყურადღება მიიქცია და ასევე დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა.

ხსენებული მიმოწერის შემდეგ, საიდ მოლაიმ იაპონიის დატოვების შემდეგ გერმანიას მიაშურა და მათ თავშესაფარი სთხოვა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანელი ძიუდოისტი 2020 წლის ოლიმპიადაზე ლტოლვილი ათლეტის სტატუსით იასპარეზებს.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამხელა ძალა აქვს სპორტს და რა შეუძლია მას. ორი ერთმანეთისადმი უაღრესად მტრულად განწყობილი ქვეყნის წარმომადგენლებმა და უბრალოდ ორმა პროფესიონალმა ძიუდოისტმა მსოფლიოს მაგალითი მისცა.

P.S. დღეს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის თვითერის გვერდმა სახელი შეიცვალა და #ISupportMollaei დაირქვა, რაც ნიშნავს - “მე მხარს ვუჭერ მოლაის”.

ცხელი ამბები