Aa
Aa

გორგოძის 2 ლელო! "ტულონმა" TOP 14 გამარჯვებით დაიწყო

TOP 14-ის პირველი ტურის შეხვედრაში მამუკა გორგოძის „ტულონმა“ „აჟენს“ სტუმრად 44:25 სძლია და პირველი გამარჯვება გაიფორმა.

როგორც მოგეხსენებათ, „აჟენის“ ღირსებას გიორგი თეთრაშვილი და ანტონ ფეიქრიშვილი იცავენ.

გორგოძე შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო და დუბლის გაფორმებაც შეძლო. „გორგოძილამ“ ლელოების გატანა მე-13 და 59-ე წუთებზე მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ გორგოძის პირველი ლელოთი შეხვედრაში ანგარიში გაიხსნა. საბოლოოდ „ტულონმა“ მეტოქეს 14 ქულით აჯობა და ბონუს ქულაც გაიფორმა.

მამუკა გორგოძის გუნდი TOP 14-ს „ლიონთან“ ერთად 5 ქულით ლიდერობს.

„ტულონი“ მომდევნო ტურში ასევე სტუმრად ჟირონდაში „ბორდოს“ დაუპირისპირდება.

ცხელი ამბები