მსოფლიო ჩემპიონატი: ლუხუმ ჩხვიმიანის ბრწყინვალე გამოსვლა - ქართველი ნახევარფინალშია!
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი: ლუხუმ ჩხვიმიანის ბრწყინვალე გამოსვლა - ქართველი ნახევარფინალშია!

იაპონიაში, კერძოდ კი ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი დღის შეხვედრები მიმდინარეობს.

ლუხუმ ჩხვიმიანმა თავისი ბრწყინვალე სვლა დამაჯერებლად განაგრძო და მეოთხედფინალში ტაიპეელი იანგი კონტრილეთზე გამოიჭირა და ულამაზესი ვაზარი შეუსრულა.

ქართველის მეტოქე მე/16-ფინალში ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკე იყო, რომელიც დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და ურთულესი გამარჯვება მოიპოვა.

მეორვედფინალში ჩხვიმიანმა უკრაინელ არტიომ ლესიუკს ბრწყინვალე იპონით მოუგო და მეოთხედფინალში გააღწია!

ფინალური ბლოკი 14:00 საატიდან დაიწყება და ნახევარფინალში ჩხვიმიანის მეტოქე რუიჯი ნაგაიამა იქნება.

ცხელი ამბები