დოპინგ-ტესტი და დისკვალიფიკაცია! UFC-ში რომან დოლიძის დებიუტი გადაიდო
Aa
Aa

დოპინგ-ტესტი და დისკვალიფიკაცია! UFC-ში რომან დოლიძის დებიუტი გადაიდო

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე, რომელიც შერეული ორთაბრძოლების პრესტიჟულ ლიგას მიმდინარე წლის თებერვალში შეუერთდა 1 წლიანი დისკვალიფიკაციით იქნა დასჯილი.

საქმე ეხება აკრძალულ ნივთიერებას, რომელიც დოლიძეს შემოწმებისას ორგანიზმში აღმოაჩნდა.

23 აგვისტოს აშშ-ს ანტისადოპინგო სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 31 წლის ქართველ მებრძოლს ორგანიზმში რამდენიმე აკრძალული ნივთიერება აღმოაჩნდა. საუბარია კლომიფენსა და მის მეტაბოლიტებზე - M1 და M2.

ხსენებული ტესტირება რომან დოლიძეს ამა წლის 12 მარტს ჩაუტარდა.

ქართველმა სპორტსმენმა ამის შესახებ სათანადო მტკიცებულება მაშინვე წარადგინა, სადაც დასტურდება, რომ ხსენებულ პრეპარატებს ის UFC-ში გაწევრიანებამდე იღებდა და აქედან გამომდინარე მას მოკლე ვადა მიუსაჯეს და დისკვალიფიკაცია მხოლოდ 2020 წლის მარტამდე იქნება ძალაში.

ცხელი ამბები