რაგბიდან NFL-ში! პირველი შეხება ბურთთან და თაჩდაუნი
ყოფილმა მორაგბემ, კრისტიან უეიდმა NFL-ში სადებიუტო შეხვედრა ფენომენალურად ჩაატარა. "ბუფალო ბილსის" ახალწვეულმა პირველივე შეხებით 65 იარდიანი თაჩდაუნი გაიფორმა.
28 წლის უეიდმა, რომელიც "ვასპის" რიგებში ასპარეზობდა "ინდიანაპოლის კოლტსის" დაცვას შანსი არ დაუტოვა და ერთ მომენტში 33 კმ/სთ სიჩქარით გარბოდა.
How totally brilliant is this .. look at the reaction from his team mates - @ChristianWade3 , so so pleased for you , made my day this .... https://t.co/wH9SlG1We5
— Sir Clive Woodward (@CliveWoodward) August 9, 2019
"ზუსტად ვიცოდი, რომელი მიმართულებით უნდა გავქცეულიყავი. მას შემდეგ, რაც ბურთი მივიღე სიჩქარეს მოვუმატე. ემოციების გამოსახატად სიტყვები არ მყოფნის. სწორედ ამაზე ვოცნებობდი. მინდოდა ბილსის მაისურით ჩატარებულ პირველ შეხვედრაში თაჩდაუნი გამეფორმებინა" - განაცხადა მატჩის შემდეგ უეიდმა.
უეიდი "ბილსის" რიგებში აპრილში ჩაირიცხა. იგი სეზონის წინ გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა 53 კაციან შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ნამდვილად არ აქვს.
უეიდი მაღალი დონის მორაგბე გახლდათ, რომელიც სისწრაფით გამოირჩეოდა და როგორც ჩანს ეს კომპონენტი NFL-შიც გამოადგება. თუ რა თქმა უნდა, "ბუფალო" მის დატოვება გადაწყვეტს.