ეკა წივწივაძის გუნდი Jr.NBA-ს პლეი ოფში გავიდა
Aa
Aa

ეკა წივწივაძის გუნდი Jr.NBA-ს პლეი ოფში გავიდა

ამერიკის ქალაქ ორლანდოში მიმდინარე ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე საპლეიოფო წყვილები გაირკვა.

ჩვენი ინტერესი მიპყრობილია გოგონათა ტურნირზე, რომელშიც ევროპა-შუა აზიის ნაკრების ღირსებას ეკატერინე წივწივაძე იცავს.

გოგონათა ტურნირში 16 ნაკრები მონაწილეობს. 8 გუნდით, რეგიონების მიხედვით წარმოდგენილია ამერიკა, ხოლო დანარჩენი მსოფლიოც 8 რეგიონადაა დაყოფილი და ორივე მხარე ერთმანეთში არკვევს საუკეთესოს.

 საბოლოოდ, ორივე მხარისამერიკის და დანარჩენი მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებები ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში შეხვდებიან. ფინალური მატჩი 11 აგვისტოს გაიმართება.

ჩვენთვის საინტერესო შეხვედრა, რომელშიც ეკატერინე წივწივაძის ევროპა-შუა აზიის ნაკრები მექსიკას დაუპირისპირდება, თბილისის დროით 10 აგვისტოს გამთენიისას, 03:00 საათზე გაიმართება.

პირდაპირი ტრანსლაცია იწარმოებს jr.nba-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზ

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები