„მამა თვალები გაახილე “ - დადაშევის შვილმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ მამის გარეშე დარჩა
Aa
Aa

„მამა თვალები გაახილე “ - დადაშევის შვილმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ მამის გარეშე დარჩა

რუსი მოკრივის, მაქსიმ დადაშევის გარდაცვალებამ სპორტული სამყარო შეძრა. 19 ივლისს სუბრიელ მატიას წინააღმდეგ გამართული ბრძოლისას მაქსიმმა მძიმე დაზიანებები მიიღო და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთ-ერთი ინფორმაციით დადაშევმა ინსულტი გადაიტანა, თუმცა რინგი მაინც არ დაუტოვებია...

მაქსიმის ქვრივმა, ელიზავეტა აპუშკინამ kp.ru-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ძირითადად თავისი შვილის შესახებ ისაუბრა: "დანიელი მაქსიმს საავადმყოფოში ყოფნისას დაემშვიდობა. საკუთარ თავს ვერ მოვერიე და ჩემს შვილს დამშვიდობების უფლება მივეცი. ალბათ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო. მაქსიმი აპარატებით სავსე ოთახში იწვა და ჩვენმა შვილმა ყველაფერი საკუთარი თვალებით იხილა. ეს მისთვის ძალიან რთული მომენტი გამოდგა“.

"დანიელმა კომაში მყოფ მაქსიმს ხელი ჩასჭიდა და უთხრა: „მამა, თვალები გაახილე, გთხოვ. შენს სანახავად მოვედი“...

დადაშევის შვილმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ მამის გარეშე დარჩა..

"დანიელს ჰგონია მამამისი ცუდადაა. ერთ საღამოს გაიღვიძა და მაქსიმს დაუწყო ძებნა. მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ მამამისი დაიღუპა“.

"დღეს დილით, როცა საბავშვო ბაღში მიმყავდა მკითხა: "მამაჩემთან ამერიკაში როდის გავფრინდებით?“ მე ვუპასუხე, რომ მამამისი ავადმყოფობას ებრძვის. არ ვიცი მომხდარის შესახებ როგორ ვუთხრა. რამდენიმე დღის წინ ზოოპარკში წავიყვანე და მისი გართობა ვცადე, მაგრამ მაინც მაქსიმის შესახებ მისვამდა კითხვებს“.

აღსანიშნავია, რომ ელიზავეტა სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას, თუმცა არ ჩქარობს და გამოძიების დასრულებას ელოდება.

ცხელი ამბები