Sport - ნეიმარის იჯარით „რეალიც“ დაინტერესდა!
Aa
Aa

Sport - ნეიმარის იჯარით „რეალიც“ დაინტერესდა!

კატალონიური Sport-ის მიხედვით ნეიმარის „კამპ ნოუზე“ დაბრუნების ერთ-ერთი ვარიანტი ასეთია - „ბარსელონა“ ბრაზილიელს იჯარის წესით გადაიყვანს და ერთი წლის შემდეგ მის კონტრაქტს გამოისყიდის. 

„ბარსასა“ და პსჟ-ს მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყიათ, თუმცა შესაძლოა მალე "ბარსელონას" მესვეურებს პოზიციის შეცვლა და რეფორმების გატარება მოუწიოთ. Sport იტყობინება, რომ „ნეის“ იჯარის წესით გადაბირებით მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი დაინტერესდა. 

„ბლაუგრანასგან“ განსხვავებით „რეალს“ „პარი სენ-ჟერმენთან“ მშვენიერი ურთიერთობა აქვს და ეს უდიდესი პლუსია. კატალონიური გამოცემის მიხედვით „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელებს მიმდინარე მოვლენებისა და ნეიმარის შესაძლო განათხოვრების შესახებ პსჟ-ს მესვეურები თავად დაუკავშირდნენ. ასე რომ, როგორც ჩანს „ბარსელონას“ სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

ნეიმარის ტრანსფერი თავად ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული. ჯერჯერობით „ნეის“ „კამპ ნოუზე“ სურს გადასვლა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა სიტუაციის სხვაგვარად განვითრების შემთხვევაში მან პარიზელთა შეჩერება მოახერხოს.

Sport დასძენს, რომ შესაძლოა ფრანგულმა გრანდმა „ბარსელონაზე“ შური იძიოს და ბრაზილიელი სუპერვარსკლავის „რეალში“ გაშვებას დათანხმდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები