Aa
Aa

"კალიარის" პრეზიდენტმა ნაინგოლანის ტრანსფერი დაადასტურა

„კალიარის“ პრეზიდენტი, ტომაზო ჯულინი, „ინტერის“ ოფისს ესტუმრა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ მისმა კლუბმა რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერი დახურა.

სარდინიელებმა „ნერაძურის“ ფეხბურთელის იჯარით აყვანა შესთავაზეს და იმის მზადყოფნაც გამოთქვეს, რომ მას ამჟამინდელი ხელფასი, 4.5 მილიონი ევრო, სრულად თავად გადაუხადონ.

თავად ნაინგოლანმა „ფიორენტინასა“ და „სამპდორიას“ ვარიანტები უარყო და „კალიარიში“ დაბრუნების სურვილი გამოთქვა. რაჯა „როსობლუს“ ღირსებას 2010-2014 წლებში იცავდა.

„კალიარიმ“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას „ნაპოლიდან“ - მარკო როგი და „ბოკა ხუნიორსიდან“ ნაიტან ნანდესი გადაიბირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები