ქართველთა მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვება ევრობასკეთზე

სიახლე 27.07.2019
A+ A- 23:15

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მეტოქეებს აღარ ინდობს. თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე (B დივიზიონი) მორიგი გამარჯვება დანიასთან მოიპოვა. ქართველებმა მეტოქე 45 ქულით – 85:40 დაამარცხეს. ტურნირის სადებიუტო შეხვედრაში სლოვაკეთის 35 ქულით ძლევის შემდეგ ეს გახლავთ ჩვენი გუნდის ზედიზედ მეორე გამარჯვება. საქართველოს ნაკრები 2-დან 2 გამარჯვებით B ჯგუფში ლიდერობს და ხვალ, 28 ივლისს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის – ქართველები ასევე 2 გამარჯვების მქონე ჩრდილოეთ მაკედონიას ხვდებიან და გამარჯვებული ჯგუფში ერთპიროვნულად ხომ გალიდერდება და ფაქტობრივად, პლეი ოფში გასვლის საგზურს გაინაღდებს.

დანიასთან მატჩი იყო ერთგვარი გასეირნება ქართველებისთვის. 45 ქულით მოგებულ მატჩს რომ მწვრთნელი სათავისოდ, გუნდის შესათამაშებლად გამოიყენებდა, რა თქმა უნდა და ასეც მოხდა. პირველი ნახევრის შემდეგ სკანდინავიელებს კიდევ ჰქონდათ შანსი – მხოლოდ 12 ქულით აგებდნენ, თუმცა მესამე პერიოდში ქართველებმა მეტოქეს, რომ იტყვიან, შანსი არ დაუტოვეს და დასკვნითი 10-წუთეულის წინ 27 ქულით დაწინაურდნენ.

საბოლოოდ ქართველებმა გამანადგურებელი სხვაობით მოიგეს და ერთადერთი, რაც ცუდი მოხდა, საბა გიგიბერიას ტრავმა გალხდათ. მატჩის ბოლო წუთებზე ჩვენი გუნდის ყველაზე ტანმაღალმა კალათბურთელმა ფეხი ამოიბრუნა და მოედანი დატოვა. ჯერჯერობით არაა ცნობილი, როდის შეძლებს საბა თამაშს. ექიმების პასუხი მეორე დღეს გახდება ცნობილი.

გიგიბერია მატჩის ყველაზე სარგებლიანი მოთააშე გახლდათ. 15:13 წუთში მან 12 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა და მთავარი – საბამ 6-დან 6 ორქულიანი ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა მატჩში უმეტესი – 20 ერთეული შეადგინა. ამ მხრივ შემდეგია რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც 14 ქულა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა 13 წუთში 15 ქულა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. რაც მთავარია, გაფრინდაშვილმა 5 სამქულიანი ჩააგდო. ტურნირის 2 მატჩში მის ანგარიშზე 8 სამქულიანია. 

ჩვენი ჯგუფის სხვა თამაშებში შემდეგი შედეგები დაფიქსირდა: 

უკრაინა – ჩრდ. მაკედონია 71:73
ირლანდია – სლოვაკეთი 89:57

შემდეგი მატჩი ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კანკიას გუნდი ჯგუფის მთავარ კონკურენტს, 2-დან 2 გამარჯვების მქონე ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური

„ბასკონიას“ კაპიტანი, თორნიკე შენგელია ესპანური პრესის წარმომადგენლებს შეხვდა. ქართველი კალათბურთელი ბასკური გუნდის წინასასეზონო სამზადისს...

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ დემარკუს კაზინსის შემცვლელს ეძებს და დუაით ჰოვარდის გაფორმებას განიხილავს. The Athletic-ის ინფორმაციით ინტერესი ორმ...

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატამდე 2 კვირაა დარჩენილი. ტურნირის ერთ-ერთ მონაწილეს კი სერიოზული პრობლემები აქვს. საუბარი ნიგერიის ნაკრებზეა. ქვეყნის მთა...

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ნიკა დარბაიძე, რომელმაც გასული სეზონი თბილისის “ოლიმპში” გაატარა, კარიერას მონტენეგროში გააგრძელებს. ...

NBA-ის სეზონი ჯერ არ დაწყებულა და „ლეიკერსს“ უკვე პრობლემები აქვს. ლოს-ანჯელესურმა კლუბმა რამდენიმე საათის წინ დაადასტურა, რომ დემარკუს კა...

NBA-ის ყოფილ კალათბურთელს, სებასტიან ტელფეარს სამ წელიწად-ნახევრიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამერიკელ მოთამამაშეს, რომელმაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოცი...

"ჰიუსტონ როქეთსის" სუპერვარსკლავი, ჯეიმს ჰარდენი ახალი სეზონისთვის ბაჰამის კუნძულებზე ემზადება. ტეხასელთა მსროლეი მცველი პარალელურად ქველმოქმედებას ეწ...

საქართველოში ჩამოსულია ცნობილი ბერძენი სპეციალისტი, სპორტული მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ვარჯიშების ფიზიოლოგი, ჯორჯ ვავეცისი, რომელიც საქართველოს კა...

ლიმაში, სადაც პან ამერიკული თამაშები მიმდინარეობს საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა. არგენტინის ქალ კალათბურთელთა ნაკრებმა პლეიოფში გასვლა უცნაური ...

ამერიკის ქალაქ ორლანდოში მიმდინარე ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე საპლეიოფო წყვილები გაირკვა. ჩვენი ინტერესი მიპყრობილია გოგონათა ტურნირზე, რომელშ...

„ინდიანა პეისერსის“ ლიეტუველმა კალათბურთელმა, დომანტას საბონისმა ერთ-ერთ ინტერვიუში გოგა ბითაძის შესახებ ისაუბრა. 23 წლის ცენტრმა გაიხსენა...

FIBA-მ ამერიკელ კალათბურთელს, დი ჯეი კუპერს დოპინგ-ტესტზე სხვა პიროვნების შარდის მიტანის გამო ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. RTV-ის ინფორმაციით კუპ...

გავლენიანი ამერიკული გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით ვინს კარტერი „ატლანტა ჰოუქსის“ ღირსებას კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში დაიცავს. კარტერი...

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის B დივიზიონიც 8-17 აგვისტოს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცეში გაიმართება. ტუ...

ჰედო თურქოღლუ თურქეთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია. მან ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 15 სეზონი გაატარა და „საკრამენტოში&...

ლეგენდარული გერმანელი კალათბურთელი, დირკ ნოვიცკი, საქართველოში ოჯახთან ერთად ჩამოვიდა. "დალას მავერიქსის" კალათბურთელი საქართველოს ღირსშესანიშნაობებს ...

ზედიზედ მეორედ, ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. შარშან ეს პატივი წილად ხვდა ლუკა ალავიძეს, წელს კი ამერი...

საქართველოს ვეტერანთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ფინეთის ქალაქ ესპოოში მიმდინარე მუნდიალზე ჩვენმა ნაკრებმა მერვედფინალში დასა...

რეკომენდებული სიახლეები
CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...
21.08.2019
25 წლის რუსი მძლეოსანი მარგარიტა პლავუნოვა ტამბოვში მორშანსკის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს. გვამი ქუჩაში ადგილობრივებმა იპოვეს და სამართალდამცავებს შეატ...
22.08.2019
ესპანეთში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. ნეიმარის ბედი კი ჯერ არ გარკვეულა. ბრაზილიელი ფეხბურთელის გადასაბირებლად „ბარ...
21.08.2019
„კლაიდის“ 50 წლის მთავარმა მწვრთნელმა, დანი ლენონმა „სელტიკის“ ახალგაზრდული გუნდის დამარცხებაში "დიდი" წვლილი შეიტანა. შოტლანდ...
21.08.2019
„ბასკონიას“ კაპიტანი, თორნიკე შენგელია ესპანური პრესის წარმომადგენლებს შეხვდა. ქართველი კალათბურთელი ბასკური გუნდის წინასასეზონო სამზადისს...
21.08.2019
მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობაზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ბრიტანელ ჰეზერ უოტსონთან სენსაციური, მაგრ...
21.08.2019
მსოფლიოში პოპულარულ საფეხბურთო სიმულატორ Pro Evolution Soccer-ის ახალ, 2020 წლის გამოშვებაში საქართველოს ნაკრებსაც ვიხილავთ. ამის შესახებ ინფორმაციას ...
21.08.2019
ცოტა ხნის წინ „ლივერპულის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ჯორჯინიო ვეინალდუმმა Athletic-სთვის მიცემულ ინტერვიუში იურგენ კლოპის მონოლოგი გაიხსე...
21.08.2019
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
21.08.2019
CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...
22.08.2019
საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფა-ს "განვითარების თასის" ბოლო ტურში მასპინძელი ლიეტუვა 9:0 გაანადგურა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ჩვ...
22.08.2019
უკანასკნელი სიახლეები