Aa
Aa

La Repubblica: "სამპდორია" ნაინგოლანით დაინტერესდა

რაჯა ნაინგოლანის მომდევნო კლუბი, შესაძლოა, გენუის „სამპდორია“ გახდეს, რომელიც დენის პრატის შემცვლელს ეძებს.

La Repubblica გვამცნობს, რომ გენუელთა პრეზიდენტი, მასიმო ფერერო, ნაინგოლანის ტრანსფერით პირადადაა დაინტერესებული და სურს, რომ ბელგიელი ისევ ეუსებიო დი ფრანჩესკოს შეგირდი გახადოს, რომელიც რაჯას „რომაში“ ყოფნისას წვრთნიდა.

მეორე მხრივ, ირკვევა ისიც, რომ თავად ნაინგოლანს ყოფილ კლუბ „კალიარიში“ დაბრუნება უნდა, რომლის მაისურითაც 2010-2014 წლებში თამაშობდა. სარდინიაზე დაბრუნების სასურველობა, შესაძლოა, 31 წლის ფეხბურთელის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობითაც იყოს განპირობებული, რომელსაც სიმსივნე დაუდგინეს.

რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერით დაინტერესებულ კლუბებთა შორის „ლესტერი“, „ვალენსია“ და „მილანიც“ არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები