ახალგაზრდა წყალბურთელებმა ისტორია დაწერეს
Aa
Aa

ახალგაზრდა წყალბურთელებმა ისტორია დაწერეს

საქართველოს 15 წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ისტორია დაწერა.

ახალგაზრდა სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ და მომედვნო ტურში საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მერვედფინალის შეხვედრაში ჩვენმა წყალბურთელებმა სლოვაკეთის ნაკრები 12:8 დამარცხეს და ისტორიული გამარჯვება იზეიმეს.

ჯგუფურ ეტაპზე გელა ტუკვაძეს გაწვრთნილმა გუნდმა 4 ქულა დააგროვა.

საქართველოს ნაკრებმა იტალიასთან 8:12 წააგო , რუსეთთან ფრედ ანგარიშით 9:9 ითამაშა და ჰოლანდიის ნაკრებს 14:11 აჯობა.

მეოთხედფინალური შეხვედრა დღეს თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.

გელა ტუკვაძე - ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ცხელი ამბები