Aa
Aa

რუსი მოკრივე ბრძოლისას მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა

მსოფლიოს კრივის სამყაროში ტრაგედია დატრიალდა. რუსი მოკრივე, მაქსიმ დადაშევი, ბრძოლისას მიღებული დაზიანებების შედეგად 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დადაშევმა პარასკევს პუერტო რიკოელ სუბრიელ მატიასთან ორთაბრძოლა გამართა, რომლის დროსაც სხვადასხვა დაზიანებებთან ერთად ტვინის ტრავმაც მიიღო. რუსმა მოკრივემ შეხვედრის გაგრძელება მე-11 რაუნდის შემდეგ ვეღარ შეძლო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბოლო დღეებში კომაში იმყოფებოდა, გუშინ საღამოს კი ყველაფერი ფატალურად დასრულდა.

მაქსიმ დადაშევს აქამდე გამართული 13 ორთაბრძოლიდან ყველა მოგებული ჰქონდა. იგი პროფესიონალურ კრივში 2016 წლიდან ჩაერთო.

მოკრივეს მშობლიურ ქალაქ სანქტ-პეტებურგში დაკრძალავენ, მას მეუღლე და 1 შვილი დარჩა.

ცხელი ამბები