მიხეილ ბატიაშვილი:
Aa
Aa

მიხეილ ბატიაშვილი: "ჩვენ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ვართ"

მიუნხენში გამართული კალათბურთის საერთაშორისო ასოციაციის ბორდის სხდომაზე გაირკვა იმ ქვეყნების ვინაობა, რომლებიც 2021 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ.

საქართველომ ბორდის წევრების მხარდაჭერა მიიღო და 2021 წელს ევროპირველობის ერთი ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს.

 სულ ევროპირველობის მასპინძლობისთვის იბრძოდა 7 ქვეყანა: გერმანია, იტალია, სლოვენია, ჩეხეთი, უნგრეთი, ესტონეთი და საქართველო.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის უფლება მიიღეს: საქართველომ, გერმანიამ, იტალიამ და ჩეხეთმა.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ გასამართი ფლეი ოფის მატჩების მასპინძელი ბერლინი იქნება.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში ბრიფინგი გამართა, სადაც  ისტორიულ ფაქტს გამოეხმაურა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები