Aa
Aa

მე-4 მარცხი! ტოჩინოშინი ყველასთან აგებს - ტრავმა თავისას შვება

“ნაგოია ბაშოს“ მე-4 დღეს ტოჩინოშინი მე-3 მაეგაშირა დაიეიშოს დაუპირისპირდა და მოულოდნელად ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.

ლევან გორგაძე დაიეიშოს აქამდე სულ 6-ჯერ შეხვდა და 5-ჯერ გამარჯვება მას დარჩა. „ტოჩისთვის“ ეს უკანასკნელი საკმაოდ მარტივ მეტოქედ ითვლება, თუმცა მიმდინარე ტურნირზე ქართველი სეკიტორი თავის თავს არ ჰგავს...

ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე წინა ტურნირიდან გამოყოლილი მუხლის ტრავმა აწუხებს და ფეხს ძალას ბოლომდე ვერ ატანს, რაც მის ასპარეზობაზე პირდაპირ ისახება.

ხვალ ლევანის მეტოქე მოქმედი ჩემპიონი ასანოიამა იქნება. ყველას კარგად გვახსოვს თუ როგორ მოპარეს ტოჩინოშინს „ნაცუ ბაშოზე“ ამ უკანასკნელის წინააღმდეგ სუფთა გამარჯვება, რამაც „ტოჩი“ საჩემპიონო ბრძოლას ჩამოაშორა.

ლევანსა და ასანოიამას ურთიერთშეხვედრების ბალანსი 1-1-ზე აქვთ.

ცხელი ამბები