Aa
Aa

ტოჩინოშინმა "ნაგოია ბაშო" უხერხულ მეტოქესთან მარცხით დაიწყო

7 ივლისს ზაფხულის "ნაგოია ბაშომ" სტარტი აიღო. ტურნირის პირველ დღეს ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი დასავლეთის მეორე მაეგაშირა ენდოს დაუპირისპირდა და უატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა.

ლევანმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო, მეტოქეს კარგადაც მიაწვა, თუმცა წონასწორობა დაკარგა და ენდომ ის დოჰიოზე დააგდო.

შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელთან ლევანს უჭირს და 9 შერკინებიდან მხოლოდ 4 აქვს მოგებული. თანაც ბოლო ორი დაპირისპირება სწორედ ენდოს გამარჯვებით დასრულდა.

ტურნირის მეორე შეხვედრას გორგაძე აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა შოდაის წინააღმდეგ გამართავს. ტოჩინოშინი იაპონელი მებრძოლის პირისპირ დოჰიოზე 13-ჯერ გავიდა და 6-ჯერ იმარჯვა.

ცხელი ამბები