ბითაძე:
Aa
Aa

ბითაძე: "ინდიანამ ისე მიმიღო როგორც ოჯახის წევრი"

NBA-ს დრაფტზე მე-18 ნომრად არჩეულმა გოგა ბითაძემ ტელეკომპანია ''იმედთან'' მისი ახალი კლუბის, ''ინდიანას'' შესახებ ისაუბრა. ბითაძის თქმით, ''ინდიანაში'' ისე მიიღეს, როგორც საკუთარ ოჯახში.

გოგა ბითაძე: ''ყველა ელოდა, რომ მანამდე ამირჩევდა სხვა გუნდი, მაგრამ ასე გამოვიდა, რომ ''ინდიანამდე'' მივედი. ძალიან ბედნიერი ვარ. მქონდა ინფორმაცია, რომ თუ ''ინდიანამდე'' მივიდოდი, ეს კლუბი ამიყვანდა. 

''ინდიანაში'' ისე მიმიღეს, როგორც ოჯახში. ამ გუნდში ჩემზე იმუშავებენ, ჩემს განვითარებაზე იქნებიან ორიენტირებულნი.

უნდა ვიშრომო იმაზე უფრო მეტად ვიდრე აქამდე ვშრომობდი, რადგან რთული სეზონი მელის.

''ინდიანა'' ახალგაზრდული და მებრძოლი კლუბია.''

ბითაძემ ცნობილ ფოტოზეც ისაუბრა, რომელმაც ინტერნეტით ფართოდ გავრცელდა:''არ ვიცი ვისში გამოიწვია უხერხულობა. ჩემს ინტერვიუს მოვრჩი და ცუდი კადრი დაიჭიეს, მაგრამ ამის შემდეგ ჩემს მიმართ ბევრი პოზიტივი წამოვიდა. ბედნიერი ვარ, მადლობა ყველას, ვინც ჩემს მიმართ კარგი სიტყვები გაიმეტა.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები