დრეიმონდ გრინი:
Aa
Aa

დრეიმონდ გრინი: "ბითაძემ ეს ფოტო კედელზე უნდა დაკიდოს... ყოველ დღე უყუროს და ყველა დაფრქვას"

დღეს საქართველოს ნაკრების ცენტრმა გოგა ბითაძემ NBA-ს დრაფტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

გოგას აშკარად არ გაუმართლა, რადგან მას პრესკონფერენციის გამართვა სავარაუდო პირველ პიკთან ზაიონ უილიამსონთან ერთად მოუწია.

ზაიონის პოპულარობა შტატებში უსაზღვოა. ლებრონ ჯეიმსის შემდეგ, დრაფტზე ამხელა აჟიოტაჟი არცერთ მოთამაშეს არ გამოუწვევია.

აქედან გამომდინარე არ არის გასაკვირი, რომ ჟურნალისტების მთელი ყურადღება მისკენ იყო მიპყრობილი და გოგა დაიჩაგრა.

თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა კადრი, რომელიც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ნამდვილად საწყენია. ფოტოზე ნათლად ჩანს თუ როგორ მარტო ზის გოგა ბითაძე და პრესის მთელი ყურადღება ზაიონისკენაა მიპყრობილი.

ხსენებულ ფოტოს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავური ხუთეულის უცვლელმა წევრმა და უბრალოდ ძალიან მაგარმა კალათბურთელმა დრეიმონდ გრინმა ხსენებულ ფოტოს კომენტარი გაუკეთა და შემდეგი დაწერა: "მან ეს ფოტო კედელზე უნდა დაკიდოს... ყოველ დღე უყუროს და ყველა დაფრქვას".

View this post on Instagram

When they put you next to Zion for media availability... (via @FletcherWDSU/Twitter)

A post shared by SLAM (@slamonline) on Jun 19, 2019 at 10:38am PDT

გოგას მხარი ლეგენდარულმა დუეინ უეიდმაც დაუჭირა! "გამოიყენე ეს როგორც საწვავი (სამოტივაციოდ)".

რა თქმა უნდა, გრინის დონის კალათბურთელის მსგავსი კომენტარი ძალიან სასიამოვნო და საამაყოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები