კაზემირო:
Aa
Aa

კაზემირო: "ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნება ჩვენთვის ძალიან ცუდი ამბავი იქნება"

ბოლო დღეებში აქტუალურად იწერება ნეიმარის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ტემპერატურა ყოველდღიურად იმატებს და ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება.

ნეიმარის შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი საყრდენი კაზემირო, რომელმაც განაცხადა, რომ ეს "ბლანკოსისთვის" კარგი არ იქნება.

"ნეიმარი უმაღლესი დონის მოთამაშეა და თუ ის "ბარსელონაში" დაბრუნდება, ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი ამბავი იქნება, რადგან მათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე შეემატებათ.

თუ ნეიმარი "რეალში" გადმოვა, მას აქ სიამოვნებით მიიღებენ.

რაც შეეხება ჩვენს ახალწვეულებს, მადრიდში ყოველთვის არიან უმაღლესი დონის მოთამაშეები, მაგალითად როგორებიც აზარი და როდრიგო არიან. მათი აქ ხილვით მოხარულები ვართ და გვჯერა, რომ ისინი გუნდს ბევრ რამეს შემატებენ".

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნეიმარი ბარსელონაში უკვე თავისი ძველი სახლის დაბრუნებით არის დაკავებული. "ბარსას" გასახდელში გრიზმანისგან განსხვავებით ყველა მისი დაბურნების მომხრე გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები