კაფუ ნეიმარს რჩევას აძლევს!
Aa
Aa

კაფუ ნეიმარს რჩევას აძლევს!

მსოფლიოს ჩემპიონატების 3 ფინალის მონაწილე და ორგზის გამარჯვებული (1994 და 2002), ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი კაფუ "ბარსელონას" ვარსკვლავის ნეიმარის შესახებ საუბრობს:

"იმედი მაქვს ნეიმარი "ბარსელონაში" დარჩება. იქ მას ძალიან ენდობიან, გარდა ამისა "ბარსა" მისი განვითარებისთვის, ვფიქრობ, საუკეთესო ადგილია. მას შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს. იგი ბრაზილიის ნაკრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა და იმედი მაქვს, ოლიმპიადაზე გუნდს ულიდერებს და წარმატების მიღწევაში დაეხმარება, ჩვენ ხომ ფეხბურთში ოლიმპიური ოქრო არასდროს მოგვიგია"... - განუცხადა კაფუმ Laureus.com-ს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები