ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ორი წელი კაცთა დივიზიონში გამოდიოდა, ქალთა შორის ჩემპიონი გახდა
Aa
Aa

ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ორი წელი კაცთა დივიზიონში გამოდიოდა, ქალთა შორის ჩემპიონი გახდა

სისი ტელფერი ტრანსგენდერი ქალბატონია, რომელმაც მძლეოსნობის მოყვარულები აალაპარაკა. საქმე NCAA-ის მეორე დივიზიონის ეგიდით გამართულ ტურნირს ეხება. 400 მეტრზე წინაღობებით სირბილში ჩატარებული რბოლა სწორედ ტელფერის გამარჯვებით დასრულდა. მან მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა, დამაჯერებლად მოიგო და უშუალო მდევარს 1 წამითა და 28 წამის მეასედით გაუსწრო.

 

ტელფერის ტრიუმფს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გულშემატკივრების აზრით სპორტსმენები არათანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ და სისის აშკარა უპირატესობა ჰქონდა, რომელიც სამართლიანი ნამდვილად არ ყოფილა.

ტელფერი 2016-დან 2018 წლამდე მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ქალად ახდენდა, კრეგის სახელით კაცთა დივიზიონში გამოდიოდა. ბოლო რბოლა მან 2018 წლის იანვარში ჩაატარა. შემდეგ კი ქირურგიულ ჩარევას მიმართა და გადაწყვიტა ბედი ქალთა შორის ეცადა.

ავსტრალიელმა ჩემპიონმა ტამსინ მანოუმ ტელფერის გამარჯვება გააკრიტიკა, თუმცა რადიკალურ და ქსენოფობიურ განცხადებებს მოერიდა და ძირითადად აქცენტი ქალთა სპორტში არსებულ პრობლემებზე გააკეთა.

რობერტ ჯონსონმა Let'sRun.com-ზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც სისის ტრიუმფის შესახებ ისაუბრა: „ფაქტი, რომ ტელფერს შეუძლია სქესი შეიცვალოს და მაშინვე ჩემპიონი გახდეს, იდეალურად მეტყველებს რატომაა აუცილებელი ქალთა სპორტის დაცვა.

სისის კაცთა შორის იგივე მანძილის დასაფარად 57,34 წამი დასჭირდა, როგორც ქალბატონს კი - 57,53. ეს იმის ფონზე, რომ კაცთა დივიზიონში წინაღობები 15 სანტიმეტრით მაღალია. კაცთა შორის მას სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევია. ახლა კი ქალთა შორის ჩემპიონია“.

ცხელი ამბები