როგორ დავამარცხოთ ჯოშუა, ფიური და უაილდერი - დევიდ ჰეის გაკვეთილი
Aa
Aa

როგორ დავამარცხოთ ჯოშუა, ფიური და უაილდერი - დევიდ ჰეის გაკვეთილი

თანამედროვე კრივის მძიმე წონით კატეგორიაში სამი მებრძოლი სხვებზე ერთი თავით მაღლა დგას. ენტონი ჯოშუა, დეონტეი უაილდერი და ტაისონ ფიური. მათი დამარცხება ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა, არადა ბევრმა სცადა...

დევიდ ჰეი ერთ-ერთი მათგანი არ ყოფილა, თუმცა ამ უკანასკნელმა The Mirror-თან საუბრისას ხსენებული ტრიოს სუსტი წერტილების შესახებ ისაუბრა და ის გზები დაასახელა, რომელთა დახმარებითაც მათი განადგურება შეიძლება.

ენტონი ჯოშუა

"ჯოშუას დასამარცხებლად აუცილებელია 12 რაუნდისთვის იყო მზად. წარმატების მიღწევა თუ გინდა, ენტონისთან ჩხუბისას არ უნდა დაიღალო. იგი უმაღლესი დონის მოკრივეა, რომელიც ათლეტურობით გამოირჩევა და მუდამ შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება.

ჯოშუას დამარცხება ცრუმოძრაობების გამოყენებით და დარტყმების კორპუსში მიყენებითაა შესაძლებელი. პირადად მე საწყის რაუნდებში ასეთ სტილში ვიბრძოლებდი, შემდეგ კი კონტრშეტევებზე ვიქნებოდი ორიენტირებული. ენტონი დარტყმებს სწრაფად ახორციელებს ამიტომ მომენტი სწორად უნდა შეარჩიო“.

დეონტეი უაილდერი

"უაილდერს დარტყმები მაშინ უნდა მიაყენო, როცა შეტევაზე თავად გადმოდის. ხალხს ჰგონია, რომ დეონტეის გამძლეობა და ენერგია არ აქვს, მაგრამ ეს ასე არაა. ამერიკელი ხანდახან შეცდომებს უშვებს, მაგრამ ოპონენტებს უპირატესობის გამოყენების საშუალებას არ აძლევს.

უაილდერთან ბრძოლისას თავდაცვა ჰაერივით საჭიროა. დეონტეის თავი უნდა მოაჩვენო, რომ ტკივილს გრძნობ და პრობლემები გაქვს. შემდეგ უნდა დაელოდო მომენტს, როცა ყურადღებას მოადუნებს, აგრესიულ შეტევაზე გადმოვა და კონტრშეტევა ზუსტად ამ დროს უნდა განახორციელო. თანაც ერთი დარტყმით არ უნდა შემოიფარგლო".

ფიური

"ფიური უმაღლესი დონის მოკრივეა, რომელიც შეცდომას ფაქტობრივად არ უშვებს. ტაისონთან ბრძოლისას აუცილებელია მის მიერ განხორციელებულ არაზუსტ დარტყმებს ზუსტი შეტევებით უპასუხო.

ფიურისთან საჭიროა მომენტს დაელოდო, შეტევაზე გადახვიდე, გაერიდო და შემდეგ ყველაფერი გაიმეორო. ასეთ სტილში თუ იჩხუბებ აუცილებელია ფიზიკურად მზად იყო და ფეხებით კარგად მუშაობდე“.

ცხელი ამბები