Aa
Aa

ჰემილტონის ტრიუმფი მონაკოს გრან პრიზე - "ეს ყველაფერი შენ გეძღვნება ნიკი"

ლუის ჰემილტონი ჩემპიონის ტიტულის დაცვას განაგრძობს. ბრიტანელმა პილოტმა მონაკოს გრან პრიზე საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა და უშუალო მდევარ ვალტერი ბოტასთან უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდა.

ფინიშის ხაზი მეორემ მაქს ვერსტაპენმა გადაკვეთა, თუმცა 5 წამიანი ჯარიმის გამო მეოთხე ადგილს დასჯერდა. მეორე პოზიცია სებასტიან ფეტელმა დაისაკუთრა. პიერ გასლი კი მეხუთეზე გავიდა.

მონაკოს გრან პრის შემდეგ ლუის ჰემილტონმა ნიკი ლაუდას ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა: „ეს ყველაფერი შენ გეძღვნება ნიკი. შენი მებრძოლი სული რბოლის მიმდინარეობისას მუდამ ჩემთან იყო. ვიცი გვიყურებ და ჩვენ წინაში ქუდს იხდი. მინდოდა მაქსიმალურად კონცენტრირებული ვყოფილიყავი და ნიკის ჩემით ეამაყა. ძალიან მენატრები. ყველას ძალიან გვენატრები“!

„ჩემს კარიერაში ეს ალბათ ყველაზე მძიმე რბოლა იყო. როცა ბოლიდის საჭესთან ვიჯექი და რთულ სიტუაციაში ვიმყოფებოდი ვფიქრობდი „ახლა ნიკი რას გააკეთებდა“. ჩემი ოცნებაა ისეთ პატივსაცემ პილოტად ვიქცე, როგორიც ლაუდა გახლდათ. ავსტრიელი ბევრისთვის ნამდვილი გმირი იყო! ნიკი, იმედი მაქვს დღეს ჩვენით ამაყობ“!

„მოუთმენლად ველი მამაჩემს როდის დავურეკავ. დიდი ალბათობით ლაუდას მეუღლესთან, ბირჯიტთანაც შევძლებ საუბარს. იგი მხარს მუდამ მიჭერდა და მსურს მის მიმართ ჩემი პატივისცემა გამოვხატო“.

ცხელი ამბები